NS

DirectAdmin

ns1.youlook.ge

ns2.youlook.ge


Plesk Parallels

ns3.youlook.ge

ns4.youlook.ge


cPanel

ns7.youlook.ge

ns8.youlook.ge

ჩვენ შესახებ

საიტის "ხელშეკრულების", "წესებისა და პირობების" დათანხმებამდე ვალდებული ხართ ყურადღებით წაიკითხოთ დებულებები, მუხლები, წესები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ჩვენი საიტით და სერვისებით სარგებლობასთან. თუ არსებობს შენიშვნები "ხელშეკრულებაში" და/ან "წესებსა და პირობებში", პირობითად აბონენტი ან აბონენტი ვალდებულია მოახსენოს ამის შესახებ პროვაიდერს რეგისტრირებული წერილით.

მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა, ღილაკზე მონიშვნით "დიახ/ვეთანხმები" დაჭერით ან/და მისი აღიარებით, რომ თქვენ წაიკითხეთ მოცემული მუხლები და წესები საიტზე რეგისტრაციისას თქვენ აცხადებთ სრულ მზადყოფნას შეასრულოთ ეს შეთანხმება და აღიარებთ, რომ ამ მუხლებისა და პირობების შესრულებაზე თქვენს უარს შეიძლება მოჰყვეს თქვენი ანგარიშის გაუქმება. მომხმარებლის მიერ წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს შესყიდული სერვისის და ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად მომხარებელს არ ათავისუფლებს ვალდებებულებებისგან.

შეთანხმების წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ, ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე www.youlook.ge პროვაიდერი. წესებისა და პირობების შეთანხმებასთან ერთად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს კომფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე სიახლეებს სერვისებთან დაკავშირებით და სხვადასხვა რეკლამებს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს გვერდზე www.youlook.ge პროვაიდერი, რომელიც მუდმივ განახლების რეჟიმში იმუშავებს და პერმანენტულად მოგაწვდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

1. საკუთრების უფლების გარანტი
1.1 Youlook-ის საიტის კოდი, სტრუქტურა და ორგანიზაცია (შემავალი ქონება) დაცული არის საკუთრების, კომერციული საიდუმლოების, ქონებისა და სხვა უფლებით. თქვენ გეკრძალებათ:
ა) გაუკეთოთ ასლი, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეცვალოთ აგებულება, დაშალოთ, მოდიფიცირება გაუკეთოთ ან თარგმნოთ, ასევე კოდში შეღწევის ყველანაირი მცდელობა და მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის და ა.შ.
ბ) გაყიდოთ, მიამაგროთ, სუბლიცენზია გაუკეთოთ, გაავრცელოთ ან ვინმეს იჯარით გადასცეთ საიტი.
გ) საიტი ხელმისაწვდომი გახადოთ მესამე პირისითვის, რომელიც ქსელის ან ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს მის გამოყენებას.
დ) საიტის ექსპორტირება სხვა ქვეყნებში - როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულად.
ე) გამოიყენოთ საიტი შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დარღვევით, ყოველივე ზემოთაღნიშნული წარმოადგენს "არასანქცირებულ გამოყენებას" და ისჯება საქართველოს სახელმწიფო სისხლის სამართლის კოდექსის "XXXV თავის თანახმად - კიბერდანაშაულის" შესახებ.
1.2 მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე, ზარალსა თუ დანახარჯზე, ასევე საიტის არასანქცირებულ გამოყენებასთან რამე სახის კავშირზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ Youlook-ს თითოეული არასანქცირებული ქმედებს შესახებ, რომელზეც გაგაჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია და ვალდებული ხართ ითანამშრომლთ გამოძიებასთან, რათა ნათელი მოეფინოს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დადასტურდეს იგი.
1.3 სახელწოდება Youlook წარმოადგენს კომპანია Youlook-ის საკუთრებას, ასევე საიტის სხვა მასალები როგორიც არის სურათები, ნახატები, გრაფიკა, ანიმაციები, ვიდეო მასალა, მუსიკა, აუდიო მასალა და ტექსტური ფაილები წარმოადგენენ Youlook-ის საკუთრებას და დაცული არის საკუთრების, ქონებისა და სხვა უფლებებით. გააცნოებიერეთ რომ საიტით და მისი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ მის შემცველობაზე "კონტენტზე" არანაირი უფლება არ გენიჭებათ. აკრძალულია საიტის კონტენტის რაიმე სახით გამოყენება Youlook-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. უფლებამოსილება
2.1 Youlook უფლებამოსილია დახუროს მომხმარებელთა ანგარიშები ან შეუჩეროს კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული სერვისი წესების დარღვევის შემთხვევაში. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღბეული გადაწყვეტილება, დაკავშირებული მომხმარებლის ანგარიშთან, სერვისის სარგებლობასთან ან რაიმე სხვა დავასთან არის საბოლოო და არ ექვემდებარება გადახედვას, არც გასაჩივრებას და ბალანსზე არსებული დარჩენილი თანხა დაუბრუნდება უკან, თუ ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგება 5.2 მუხლს.

3. გარანტიები და პასუხისმგებლობა
3.1 კომპანია იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რეალობიდან გამომდინარე მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და დაცული სერვისი, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი იქნება უწყვეტი 100%-ით (uptime 99.5%), შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებლებს შეატყობინოს წინასწარ ყველა იმ მოსალოდნელი ხარვეზების ან დეფექტების შესახებ, რომელიც კომპანიისთვის იქნება ცნობილი.

4. თქვენი პირობები და გარანტიები
4.1 სერვისის გამოყენებამდე და გამოყენების პროცესშიც თქვენ გარანტიას იძლევით, ვალდებულებას იღებთ და ეთანხმებით შემდეგს:
ა) თქვენ ნებაყოფლობით თანხმდებით სერვისის გამოყენებას, გათვალისწინებული გაქვთ შედეგები.
ბ) თქვენ თანახმა ხართ, მოგვაწოდოთ ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი და სავალდებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ასევე შეიცავს გადახდის მეთოდების დეტალებს. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეინახება და დამუშავდება "კონფიდენციალურობის პოლიტიკის" შესაბამისად.
გ) თქვენ ხართ პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ კავშირზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის და ჩვენ არანაირ ვალდებულებას არ ვიღებთ ზემოაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზებზე. ასევე ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ სრულ ვალდებულებას უწყვეტ და შეუფერხებელ ინტერნეტ (uptime 99.5%) და სერვის მომსახურებაზე.

5. აკრძალვები გამოყენებაზე
5.1 პირადი გამოყენება - Youlook-ის მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ნაღდი ფულის ანგარიშის სხვა მიზნებისთვის გამოყენება, გარდა არსებული სერვისებისა. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს სრული და სანდო ინფორმაცია Youlook-ის მიერ მომხმარებლის შესახებ განსაზღვრული წესების მიხედვით და ასევე ვალდებულია განაახლოს ეს ინფორმაციები მცირე ცვლილებების შემთხვევაშიც კი. Youlook-ზე თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მანიმუმ სამი ანგარიშის გახსნა და ჩვენი სერვისით სარგებლობა მხოლოდ ამ ანგარიშებიდან. მომხმარებელს ასევე ეკრძალება სხვა პირებზე საკუთარი Youlook-ის ანგარიშით სარგებლობის მიცემის უფლება.

5.2 თაღლითური ქმედება - იმ შემთხვევაში თუ სერვისით სარგებლობის დროს Youlook-ი შეამჩნევს მომხმარებლის ანაკანონიერ, თაღლითურ, უსამართლო ან შეუფერებელ ქმედებას, ასევე თანამონაწილეობას ზემო აღნიშნულ რომელიმე ქმედებაში, თაღლითურ გადარიცხვაში, მოპარული საკრედიტო ბარათის სარგებლობასა თუ ფულის გათეთრებაში, Youlook-ი უფლებამოსილი იქნება მიიღოს ქვემოთ აღნიშნული ქმედებები:
ა) მომხმარებლის სერვისით სარგებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება
ბ) Youlook-ზე მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება
გ) მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხის კონფისკაცია
დ) ფინანსური ორგანოების და შესაბამისი სახელმწიფო ან კერძო ორგანოების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სამართლებრივი უფლება, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება (მომხმარებლის პირადი ინფორმაციების ჩათვლით)
ე) მომხმარებლის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი ქმედების მიღება.

5.3 დაუშვებელი პროდუქცია
ა) ჩვენი სერვისების მეშვეობით დაუშვებელია პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხორვების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქციების გავრცელება. მსგავსი სახის შემთხვევების არსებობისას გთხოვთ დასაბუთებულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის ელ. ფოსტაზე რაზეც ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში მოახდენს რეაგირებას.
ბ) აკრძალულია SPAM-ის გაგზავნა, პროქსის სკრიპტი, ფიშინგ და სხვა ჰაკერული საიტების შექმნა. კომპანია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს სერვისის მიწოდება, თუ მის ვებ გვერდზე დაფიქსირებული იქნება ზემოთაღნიშნული პროგრამული დარღვევები, ასევე თქვენი ვებ გვერდი განიცდის გადატვირთვას და ამით ზიანს აყენებს სხვა მომხმარებელს, შეუწყდება სერვისის მიწოდება, სანამ არ იქნება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების საშუალებები, ხოლო მისი აღდგენა და განახლება შესაძლებელია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კომპანიასა და მომხმარებელს შორის.

6. დომეინი
6.1 Youlook-ი კანონით ვალდებულია დომეინური სახელის რეგისტრაციაზე მიღებული ინფორმაცია გადასცეს ICANN-ს ან ICANN-ის მიერ ავტორიზირებულ ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს. ინფორმაცია შეიძლება არ იყოს საჯარო, ეს არის დამოკიდებული თქვენს სურვილზე.

7. თანხის გამოტანის წესები
7.1 მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის განაღდების წესებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროვაიდერს. ბალანსიდან თანხის გატანა წარმოებს უნაღდო საბანკო გადარიცხვით აბონენტის პირად საბანკო ანგარიშზე სრულად (გარდა თანხის იმ ოდენობისა, რომელიც აბონენტს ჩაომეჭრა ბალანსიდან კონკრეტული მომსახურების გაწევისთვის, დაანგარიშების თვის დასაწყისში) 1 (ერთი) კალენდარული დღით ადრე რეგისტრირებული წერილით პროვაიდერისადმი support@youlook.ge "თანხის გატანის მოთხოვნით". ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნულ ვალუტაში - "ლარი". გასატანი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 500 (ხუთასი) ლარს. კალენდარული თვის დაანგარიშება ხდება იმ რიცხვიდან, რომელ რიცხვშიც შეიძინა აბონენტმა კონკრეტული მომსახურების ტიპი და მისი აქტივაცია. Youlook-ი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს დამატებითი პირობები და კრიტერიუმები კონკრეტულ მომხმარებლის მიმართ ფულის გამოტანის მეთოდებთან დაკავშირებით. (მუხლი 5.2)
7.2 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა აღემატება შესყიდული პაკეტის თვიურ ღირებულებას, შესაძლებელია დარჩენილი თანხის უკან გატანა სურვილისამებრ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული ბალანსის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთვევაში, (სხვადასხვა გადახდის სისტემების საშუალებით ბალანსის შევსებისას და შესაბამისად არსებული თანხის ნაწილის Youlook-ის სერვისის შესყიდვის გამოუყენებლობის შემთხვევაში) Youlook-ი იტოვებს უფლებას მომხმარებლის მიერ ბალანსზე არსებული თანხის გატანისას, ჩამოაჭრას გასატანი თანხის 5% საკომისიოს სახით.

8. შეურაწმყოფელი ქმედება ან ლექსიკა
8.1 მომხმარებელს ეკრძალება უკანონო, უწმაწური, დამამცირებელი, ცილისმწამებელი, მადისკრედიტირებელი, მუქარის შემცველი, არასწორი და უსაფუძვლო განცხადებები პერსონალისა და კომპანია Youlook-ის მიმართ, რომელიც არღვევს ყველანაირ უფლებას და იქნება განხილული როგორც კანონდამრღვევი და კრიტიკული, ასევე თუ მსგავსი სახის დარღვევები იქნება მომხმარებელის მიმართ, მომხმარებელს ენიჭება სრული უფლება საფუძვლიანად გამოთქვას უკმაყოფილება აღნიშნული კომპანიაზე და უარი თქვას სერვისით მომსახურეობაზე. პერსონალის მხრიდან მსგავსი შემხვევების დაფიქსირებისას გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ კომპანიას ელ. ფოსტაზე abuse@youlook.ge, რათა დროულად აღმოფხვრილ იქნეს პერსონალის არაკეთილსინდისიერი მოპყრობა მომხმარებლის მიმართ და მომავალში შეგიქმნათ ყველანაირი პირობა და კომფორტი.

9. უსაფრთხოება და თქვენი ანგარიში
9.1 თითოეული მომხმარებლისათვის საკუთარი ანგარიში ხელისაწვდომი უნდა იყოს უნიკალური მეტსახელითა და საიდუმლო და უნიკალური პაროლით. მომხმარებელი ვალდებულია, აირჩიოს საკუთარი მეტსახელი და პაროლი დადგენილი წესების მიხედვით.
9.2 მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პაროლი არის საიდუმლო და აკრძალულია მისი მესამე პირისთვის განდობა. ამ პირობების დარღვევის, პაროლის დაკარგვის ან მოპარვის შედეგად მიყენებულ ზარალზე Youlook-ი პასუხს არ აგებს. პაროლის უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თვითონ მომხმარებელია.
9.3 მომხმარებელი თანახმაა, რომ ის პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარი სააღრიცხო მონაცემებით სერვისის სარგებლობაზე და მან არ უნდა გაუმხილოს ეს მონაცემები სხვა პიროვნებას.
9.4 მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საკუთარი სააღრიცხვო მონაცემები და მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ ეს ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური. სააღრიცხვო მონაცემების ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენება განხილული იქნება, როგორც თავად მომხმარებლის მიერ არასანქცირებული ქმედება, ასეთ შემთხვევაში ყველანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.
9.5 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ თქვენს მიერ Youlook-ის ანგარიშზე განთავსებული თანხა არის დაცული თქვენივე სახელით.

10. დავები
10.1 ანგარიშიდან ამონაწერის ან მასში არსებული ნაშთის შესახებ საჩივარი უნდა იქნეს წარდგენილი 14 დღის განმავლობაში, კომპანიის ვებ გვერდზე ამონაწერის განთავსების შემდეგ. თუ საჩივარი არ იქნება წარდგენილი ითვლება რომ მომხმარებელი ეთანხმება ანგარიშზე არსებულ თანხას და შესყიდვის სერვისებს.

11. ცვლილებები
11.1 Youlook-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს და ცვლილებები შეიტანოს არსებულ შეთანხმებაში ან მის ნაწილში, რაზეც მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე 2 (ორი) დღით ადრე. წესებში და პირობებში შეტანილი კონკრეტული ცვლილებები ძალაში შედის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება 5 (ხუთი) დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ მომხმარებელი არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.
11.2 Youlook-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ნებისმიერი სერვისის შეძენის ღირებულება, რომელიც ეცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2 (ორი) დღით ადრე ყველა მომხმარებელს. ცვლილებები არ შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე წინასწარ შეძენილი აქვთ რამოდენიმე თვის სერვისის ღირებულება მისი ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს სურვილისამებრ გააგრძელოს თანამშრომლობა კომპანიასთან შეცვლილი ტარიფების მიხედვით ან უარი თქვას მასზე. უარის შემთხვევაში მომხმარებელს შეუჩერდება სერვისის მიწოდება კონკრეტულ მომსახურებაზე.

12. განწესება
12.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადააჭარბოს ამ შეთანხმებით არსებულ საკუთარ უფლებებს ან ვალდებულებებს.

13. სხვადასხვა
13.1 არსებული შეთანხმებით, შეუძლებელია მესამე პირს, რომელიც არ წარმოადგენს შეთანხმების მხარეს მიენიჭოს რაიმე უფლება ან რაიმე სარგებლის ნახვის საშუალება.
13.2 არსებული შეთანხმებით, შეუძლებელია თქვენსა და ჩვენს შორის რაიმე აგენტურული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
13.3 შეთანხმება წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის ერთერთ მოლაპარაკების საბუთს სერვისთან დაკავშირებით.
13.4 მომხმარებელი ვალდებულია სრულად და ზუსტად მოგვაწოდოს Youlook-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დეტალები, რომელებიც კავშირშია მომხმარებლის სერვისთან და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან.
13.5 შეთანხმების ქართულენოვანი ვერსია წარმოადგენს მთავარ სახელმძღვანელოს და მას უპირატესობა ენიჭება, თუ ადგილი ექნა რაიმე გაუგებრობას სხვა ენაზე ნათარგმნ შეთანხმებაში, ასეთ დროს კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და იღებს ვალდებულებას დროის უმოკლე პერიოდში მოახდინოს კორექტირება მის უცხოენოვან შინაარსზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული "წესები და პირობები" წარმოადგენს იურიდულ მაკავშირებელს თქვენსა და კომპანიას Youlook-ს შორის, რომელიც ფლობს და ოპერირებს ვებ გვერდს www.youlook.ge

დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს

ჩვენ შევქმენით წყარო შთამბეჭდავი შეთავაზების, რომ უზრუნველგვეყო კომერციული დონის ჰოსტინგი ხელმისაწვდომ ფასებში

219 23 00

ოფისის ნომერი

ონლაინ ჩატი

მოგვწერეთ ონლაინ ჩატში

სახელი

ტელეფონის ნომერი

რა პრობლემა გაქვთ?

დამირეკე